ფეხბურთი

18:45 | 18.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ასტანა" ვაისს თავს არ ანებებს

ყაზახური „ასტანა“ ვლადიმირ ვაისის მთავარ მწვრთნელად დანიშვნას ცდილობს. Prosports.kz-ის ინფორმაციით, ყაზახური გუნდი რომან გრიგორჩუკის გათავისუფლებას აპირებს და საქართველოს ნაკრების მწვრთნელის სამსახურითაა დაინტერესებული.

თუმცა, გამოცემა იმასაც წერს, რომ ვაისი ყაზახეთში დაბრუნებას ხელს საქართველოს ნაკრებთან არსებული კონტრაქტი უშლის ხელს. ამასთან, „ასტანა“ ვაისს“ სარფიან კონტრაქტს სთავაზობს და მზადაა სფფ-ის კონტრაქტის გაწყვეტის გამო ჯარიმაც გადაუხადოს.

ვაისის „ასტანაში“ შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაცია უკვე დიდი ხანია ვრცელდება, მაგრამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერთა ლიგის მატჩებამდე სლოვაკი სპეციალისტის სხვაგან წასვლას გამორიცხავს.

0.169919