ფეხბურთი

16:25 | 18.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „ლივერპული“ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი არ არის“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ გაუზიარა აზრი.

„გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო. ვიცოდით, რომ ტურნირზე მიგვიწვევდნენ და ამხელა გზა იმისთვის არ გაგვივლია, რომ ბოლომდე არ დავიხარჯოთ.

თუმცა, ჩვენს თავს ფავორიტებად არ მივიჩნევთ. ჩვენ პრეტენდენტები ვართ, რადგან ასეთ ტურნირში პირველად ვმონაწილეობთ. სეზონის დასაწყისში რომ გეკითხათ, შესაძლოა, მეპასუხა, ფავორიტები ვართ - მეთქი. მაგრამ ახლა, სეზონის შუაში, როცა წინ კიდევ ამდენი მატჩია, სხვაგვარი ვითარებაა“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sports.

დღეს, 18 დეკემბერს, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, „ლივერპული“ მექსიკურ „მონტერეის“ შეხვდება. თბილისის დროით მატჩი 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

0.116094