ფეხბურთი

14:36 | 18.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მილნერი: „ლივერპულმა“ პრიზების მოგება უნდა ისწავლოს“

საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის „მონტერეისთან“ პირველი მატჩის წინ, „ლივერპულის“ ვარსკვლავმა, ჯეიმს მილნერმა, ჟურნალიტებს უთხრა, რომ მისმა კლუბმა პრიზების მოგება უნდა ისწავლოს.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი გუნდში მოსვლიდან პირველი თასის მოგება. მანამდე რამდენიმე ფინალი წავაგეთ, თუმცა თავი არც მაშინ დაგვიზოგავს.

არ მინდა, რომ ჩვენ თაობა ერთი დიდი ტურნირის მომგებ გუნდად დარჩეს ისტორიაში. გვინდა ბევრი პრიზების მოგება ვისწავლოთ.

საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი „ლივერპულს“ ჯერ არ მოუგია. ვიმედოვნებ, შევძლებთ გამარჯვებას.’ - ციტირებს მილნერის სიტყვებს The Independent.

0.119678