ბუნდესლიგის მე-16 ტურში დორტმუნდის „ბორუსიამ“ „ლაიპციგს“ უმასპინძლა. მატჩი 3:3 დამთავრდა. ერთ-ერთი გოლი დორტმუნდელთა ინგლისელმა გარემარბმა, ჯეიდონ სანჩომ გაიტანა. ამისდაკვალად, ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა გერმანიის ჩემპიონატში ვისაც 22 ბურთი გაუტანია.
სანჩომ 22-ე გოლი 19 წლისამ 267 დღისამ მიითვალა. მანამდე რეკორდი ჰორსტ კოპელსს ეკუთვნოდა, რომელმაც ამდენივე ბურთი 1968 წელს გაიტანა 19 წლისამ და 269 დღისამ - გვამცნობს OptaFranz.
მიმდინაე სეზონში სანჩომ ბუნდესლიგაში 14 მატჩში 9 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასით გამოირჩა.