ფეხბურთი

0:25 | 18.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ფლამენგო" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია (+VIDEO)

ყატარში მიმდინარე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე პირველი ფინალისტი გამოვლინდა. კოპა ლიბერტადორესის მფლობელმა „ფლამენგომ“ აზიის ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი „ალ ჰილალი“ დაამარცხა და გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლება მიიღო.

თუმცა, ჟორჟე ჟესუსის გუნდს აზიელთა ძლევა გაუჭირდა და მეტიც, ტაიმი საუდის არაბეთის გუნდმა სალემ ალ-დავსარის გოლით მოიგო კიდეც.

თუმცა, მეორე ნახევარში „ფლამენგომ“ ფავორიტის სტატუსი ბოლომდე გაამართლა და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. დე არასკაეტამ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, რასაც 78-ე წუთზე ბრუნო ენრიკეს მეორე გოლი მოჰყვა. საბოლოო ანგარიში კი ალი ალბულაჰის ავტოგოლით დაფიქსირდა - 3:1.

„ფლამენგო“ ფინალშია და ახლა მეტოქეს დაელოდება, რომელიც ხვალ „ლივერპულისა“ და „მონტერეის“ შეხვედრაში გაირკვევა. „ალ ჰილალი“ კი მესამე ადგილისთვის ითამაშებს და აწ უკვე ხსენებულ წყვილში დამარცხებულს შეხვდება.

„ფლამენგო“ – „ალ ჰილალი“ 3:1 (0:1)

გოლები: 0:1 ალ-დავსარი (19), 1:1 დე არასკაეტა (49), 2:1 ბრუნო ენრიკე (78), 3:1 ალი ალბულაჰი (82, ა.გ)

0.121031