სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

23:33 | 17.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" სოლერს კონტრაქტი გაუხანგრძლივა და 150 მილიონ ევროდ შეაფასა

ესპანურმა „ვალენსიამ“ კარლო სოლერს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც "ღამურების“ ვებგვერდი იტყობინება, ესპანელი ნახევარმცველი „მესტალიაზე“ 2023 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

აღსანიშნავია, რომ კონტრაქტში ჩადებული პუნქტის თანახმად, 22 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვა მსურველ გუნდს 150 მილიონ ევროზე ნაკლებ თანხად არ შეეძლება.

სოლერი „ვალენსიას“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2016 წელს დააწინაურეს. მას შემდეგ ესპანელმა მშობლიური გუნდის ღირსება 120 მატჩში დიაცვა და 8 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115215