ფეხბურთი

22:32 | 17.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რენმა" "რეალს" 17 წლის ფეხბურთელი 100 მილიონი ევრო დაუფასა

მადრიდის „რეალის“ ფრანგული „რენის“ ნიჭიერი ნახევარმცველით, ედუარდო კამავინგათი დაინტერესდა. L’Equipe-ს ინფორმაციით, მადრიდელები დიდი ხანია ლიგა 1-ს ყურადღებით ადევნებენ თვალს 17 წლის ფეხბურთელს აკვირდებიან.

თუმცა, „სამეფო კლუბისთვის“ კამავინგას ტრანსფერის გაჩარხვა არც ისე ადვილი იქნება, რადგან „რენმა“ მის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო მოითხოვა. ცხადია, 17 წლის ფეხბურთელში მსგავსი თანხის გადახდა მადრიდული გრანდისთვისაც კი დაბრკოლება იქნება.

კამავინგა მიუხედავად თინეიჯერული ასაკისა, „რენის“ ერთ-ერთი შეუცვლელი ფიგურაა და მიმდინარე სეზონშ 22 თამაში უკვე ჩაატარა, ხოლო „ლიონის“ კარში გადამწყვეტი გოლიც გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113928