ფეხბურთი

21:07 | 17.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცუდი ამბავი ნეიმარითვის: პსჟ - "დორტმუნდის" მატჩი ბრაზილიელის დის დაბადების დღეს ემთხვევა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარი სენ ჟერმენი“ „დორტმუნდს“ შეხვდება და ამ გუნდთა საპასუხო მატჩი 11 მარტს, პარიზში შედგება.

11 მარტი - ეს, ნეიმარის დის, რაფაელას დაბადების დღის თარიღია. ამაზე კი სხვადასხვა გამოცემები ყურადღებას ამახვილებენ და ხუმრობენ კიდეც, რადგან ნეიმარისა და მისი დის იუბილის მისტიკური კავშირის შესახებ საქვეყნოდაა ცნობილი.

2015, 2016, 2017, 2018, 2019 წლის 11 მარტს ნეიმარი ფეხბურთიდან ყოველთვის მოშორებით იმყოფებოდა. სამაგიეროდ, რაფაელას დაბადების დღეზე დროს არხეინად ატარებდა.

2015 და 2016 წლებში დისკვალიფიკაცია ჰქონდა, 2017, 2018 და 2019 წლებში კი ტრავმას მკურნალობდა. არავინ იცის, იგივე მოხდება თუ არა მიჯრით მეექვსედ, მაგრამ წარსულის გამოცდილებას თუ დავუჯერებთ, გამორიცხული მართლაც არაფერია. მითუფრო, როდესაც საქმე ნეიმარისა და მისი დის იუბილეს ეხება.

0.117615