ფეხბურთი

20:10 | 17.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯიქია ანანიძისა და მელგარეხოს ინციდენტზე: "რაც მოედანზე ხდება, იქვე რჩება"

მოსკოვის „სპარტაკის“ კაპიტანმა გიორგი ჯიქიამ ჯანო ანანიძისა და ლორენსო მელგარეხოს ინციდენტზე ისაუბრა. წარმოშობით ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, ინციდენტი ამოწურულია და რაც მოედანზე ხდება, იქვე რჩება.

„ტედესკომ ჯანოსა და მელგარეხოს დაჯარიმებაზე კონსულტაცია არამხოლოდ ჩემთან, არამედ მთლიანად გუნდთან გაიარა. ვინ არის ამ გუნდის კაპიტანი? მე, ზობნინი, რება და შურლე. ანდრეს მწვრთნელი უსმენს, რადგან ევროპულ დონეზე თამაშის გამოცდილება აქვს და ასეთი სიტუაციების მოგვარებაში გამოცდილია.

რაც შეეხება თავად დაპირისპირებას, ვიმეორებ: ემოციებმა გადააჭარბა, რადგან წლის ბოლოა, ყველანი გადაღლილები ვართ, თან ვმარცხდებოდით. მე თვითონ კარგად არ ვიცი, როგორ დაიწყო ეს ველაფერია. ძიუბასთან ბურთისთვის ვიბრძოდი და შემდეგ დავინახე ისინი. ვიფიქრე, რა დროს ეგ არის, აქეთ დამეხმარეთ... ჩვენ ვისაუბრეთ, როდესაც გასახდელში შევიდნენ ყველაფერი დამშვიდდა, ხელი ჩამოართვეს და მორჩა. რაც ხდება მოედანზე, მოედანზევე რჩება. არ არის საჭირო რამის გაზვიადება“, - თქვა ჯიქიამ.

შეგახსენებთ, რომ ჯანომ და ლორენსო მელგარხომ რამდენიმე კვირის წინ „ზენიტთან“ მატჩისას მოედანზე იჩხუბეს და ერთმანეთს ხელითაც შეეხნენ.

0.123944