ფეხბურთი

19:40 | 17.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების "რუბინიდან" მთავარი მწვრთნელი დაითხოვეს

ყაზანის „რუბინიდან“ მთავარი მწვრთნელი რომან შარონოვი დაითხოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას, ბექა მიქელთაძესა და ზურიკო დავითაშვილს სეზონის მეორე ნახევარში ახალი მწვრთნელი ეყოლებათ.

როგორც „რუბინის“ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, კლუბი მადლობას უხდის შარონოვს და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის და სამომავლო კარიერაში წარმატებებს უსურვებს.

შარონოვი ჩვენებურს სწყალობდა, განსაკუთრებით დავითაშვილს, რომელმაც 15 მატჩი ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. ჯერჯერობით უცნობია შეცვლის რუს სპეციალისტს.

„რუბინი“ კი რუსეთის პრემიერლიგაში 19 ტურის შემდეგ 19 ქულით პლეი-აუტის ზონაშია, მე-13 ადგილზე.

0.114023