ფეხბურთი

16:21 | 17.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ცეცაძე 5 მატჩით დასაჯა

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დასაჯა. სლოვაკეთის ნაკრების მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო ქართველ მწვრთნელს 5 მატჩის გამოტოვება მოუწევს.

გარდა ამისა, სამწვრთნელო შტაბის წევრი ირაკლი მანია 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციას მოიხდის. დაუსჯელი არ დარჩენილა სლოვაკთა ერთ-ერთი მწვრთნელი იოზეფ შტიებერი, რომელსაც 3 თამაშის გამოტოვება მოუწევს. ამასთან, სწორედ სლოვაკი მიიჩნიეს ინციდენტის გამომწვევ მიზეზად.

და ბოლოს, საქართველოსა და სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციებს ჯარიმის სახით 6 750 ევროს გადახდა დაეკისრათ. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩის მიწურულს სათადარიგო სკამზე ორივე გუნდის წარმომადგენლებს შორის ჩხუბი მოხდა, რაც სლოვაკების მხრიდან გიორგი კუციას მიმართ არასპორტული საქციელით იყო გამოწვეული.

0.122326