თამაშგარე

11:17 | 17.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჟიზელ ბუნდჰენმა რონალდიონიო ამხილა

ბრაზილიელ მოდელთა შორის უპირველესმა, ლამაზმა და მრავლისმნახველმა ჟიზელ ბუნდჰენმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიჩივლა, რომ სხვა მოდელების მსგავსად მასაც ტვინი ქონდა შეჭმული თანაყოფის მსურველი მამრებისგან და მასთან კოტრიალის ერთ-ერთი მოსურნე ცნობილი ფეხბურთელიც იყო.

გამოხდა ორი წელი და ჟიზელ ბუნჰენმა საბოლოოდ მაინც გაამხილა მასთან სექსის მსურველი ბრაზილიელი ფეხბურთელის სახელი. მათთვის, ვინც სექს-სკანდალებში ერკვევა, ალბათ არ იქნება გასაკვირი, რომ ჟიზელ ბუნდჰენისთვის ტვინის გამბურღავი სპორტსმენი, ბრაზილიური ფეხბურთის ერთ-ერთი ლეგენდა, რონალდინიო გამოდგა.

ჟიზელ ბუნდჰენის თქმით, იმ დროს, როდესაც რონალდინიო მის “შებმას“ ცდილობდა, უკვე ცოლიანი კაცი იყო და ეს “მცირე“ პრობლემა ხელს სულაც არ უშლიდა, მოდელისთვის გულის გაეწყალებინა. თურმე სამბას ჰანგებში გახვეული მობურთალი ბუნდჰენის ქალს ხან ურეკავდა და ხან წერილებს წერდა, მაგრამ ამ საქმიდან საბოლოოდ მაინც არ გამოვიდა რა.

0.13242