ფეხბურთი

1:44 | 17.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ეტო'ო: "მანემ "ოქროს ბურთი" აფრიკელების გამო ვერ მოიგო"

კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელმა სამეულ ეტო’ომ აფრიკელები გაარიტიკა და დაადანაშაულა, რომ სადიო მანემ „ოქროს ბურთი“ ვერ მოიგო. კამერუნელის განცხადებით, ლიონელ მესიმ მხოლოდ იმიტომ გაიმარჯვა, რომ სამხრეთ ამერიკელები მის გარშემო გაერთიანდნენ.

„ოქროს ბურთი“ მანეს რომ მოეგო, ვერავის ექნებოდა პრეტენზია, რადგან იმსახურებდა გამარჯვებას. მესიმ მოიგო, რადგან სამხრეთ ამერიკიდან ხმას მხოლოდ მას აძლევდნენ. ვფიქრობ, რომ ევროპიდანაც უმეტესაც ვან დეიკს ირჩევდნენ და ამიტომაც დაიკავა მეორე ადგილი.

ეს სერიოზული პრობლემაა, აფრიკელებმა მას ხმები არ მისცეს. აფრიკელებს სხვა აფრიკელებთან პრობლემა აქვთ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ თუ გვინდა, რომ „ოქროს ბურთზე“ ევროპელებისა და სამხრეთ ამერიკელების დომინირება შევაჩეროთ“, - თქვა ეტო’ომ.

აქვე გეტყვით, რომ France Football-ის გამოკითხვაში აფრიკიდან მესიმ 187 ხმა მიიღო, ხოლო მანემ - 170.

0.113936