კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა განაცხადა, რომ მისი კლიენტის ვინმესთან შედარება შეუძლებელია. მენდეშის აზრით, რონალდუმ „ოქროს ბურთი“ დაიმსახურა და „რეალის“ ფეხბურთელი რომ ყოფილიყო, მოიპოვებდა კიდეც.
„კრიშტიანუმ „ოქროს ბურთის“ მოგება დაიმსახურა და ვფიქრობ, რომ „რეალში“ რომ ყოფილიყო, გაიმარჯვებდა. შემდეგ წელს მგონია, რომ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მინიმუმ110 გოლზე ავა და მოიგებს. ჩემთვის უსამართლობაა, რომ მესიმ მოიპოვა ეს ჯილდო. კრიშტიანუმ სანაკრებო დონეზეც მოიგო ტიტული - ერთა ლიგა.
რონალდუ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. მის გარეშე პორტუგალიას არაფერი ჰქონდა მოგებული, მაგრამ მასთან ერთად ევროპის ჩემპიონატი და ერთა ლიგა მოიგო. მან გარდაქმნა მსოფლიო ფეხბურთი. როდესაც ვსაუბრობთ პროტუგალიაზე, ეს არის პატარა ქვეყანა, რომელიც რონალდუსთან ერთად შეიცვალა. იგივე „რეალშიც“, როდესაც 2009 წელს მივიდა „ბარსელონა“ ისტორიაში საუკეთესო გუნდი იყო, მაგრამ ყველაფერი შეცვალა, ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. შეუძლებელია კრიშტიანუს ვინმესთან შედარება.
მომავალი? „იუვეში“ ბედნიერია, შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს. კარიერას „იუვეში“ თუ დაასრულებს? დიახ, ეს შესაძლებელია, გუნდთან ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს“, - თქვა მენდეშმა.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში 2019 წელს მესამე პოზიციაზე გავიდა. „იუვენტუსის“ შემტევი ლიონელ მესისა და ვირჯილ ვან დეიკს ჩამორჩა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ხსენებაც არ იქნებოდა ამისი მესისთან რეალში რომ არ ეთამაშა და რეალი არაფერი კიდევ,პერესის რეალში რომ არ ეთამაშა
რამდენჯერ იმეორებენ უკვე რომ რეალის ფეხბურთელი რომ იყოს მოიგებდა ოქროს ბურთსო.ხოდა ამის შემდეგ რონალდო ყოფილა მთავარი და გარდამქმნელი თუ რეალი?ამას რომ რეალში არ ეთამაშა 2 ოქროს ბურთზე მეტი არ ექნებოდა ახლა
ვაჟკაც რონალდოს ბურთებს რომ ითვლი მესის რამდენი ექნებოდა რასაში რომ არ იყოს? და საერთოდ იქნებოდა ეგ ფეხბურთელი ბარსას გარეშე?
ხო ამის ჭკუით პორტუგალია რონალდუმდე არაფარი ყოფილა და მასთან ერთად გარდაქმნილა...DDD ეუსებიო და ლუიშ ფიგუ ერთი ადგილის ფხანით იყვნენ გართული ალბათ.DDD მაგარი რომაა მაგას არავინ უარყოფს.
ძალიან მაგარი ფეხბურთელი რომაა, ამას მტკიცება აღარ უნდა. განსაკუთრებით, მისი აგენტის მხრიდან

მაგრამ... ფეხბურთი გარდაქმნა არა შაშაკოლა !!!
რატო?ასეთი მიკერძოებული კობახიძე არაა))))))
ლეგენდარული ფილმის ლეგენდარული პერსონაჟის,დეზუზას ლეგენდარული სიტყვები არის მისწრება ამის კომენტარზე)))))))მამენტ პენოს აგენტია და არცაა გასაკვირი.სხვანაირად არც იტყვის სანამ პენო აფინანსებს