„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა ნეიმარმა განაცხადა, რომ ზაფხულში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ახლა მთლიანად გუნდზე ფიქრობს. ბრაზილიელის თქმით, მისი მიზანი პსჟ-ში ჩემპიონთა ლიგის, ბრაზილიის ნაკრებში კი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა.
„დღეს მე პარიზელი ვარ და 100%-ს ვაკეთებ, რომ პსჟ-ს ტიტულები მოვუტანო. რაც ზაფხულში მოხდა, ვფიქრობ არავინ გაუნაწყენებია, მაგრამ მე ვარ ადამიანი, რომელიც კონკრეტულ ადგილას ბედნიერი თუ არაა, უმჯობესია წასვლა.
პსჟ-სთან ორწლიანი კონტრაქტი ისევ მაქვს, გუნდი კი აგრძელებ პროგრესირებას. კონცენტრაცია ამ სეზონზე უნდა მოვახდინოთ, რომ ყველაფერი კარგად შევარულოთ და რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგოთ. მიმდინარე სეზონში მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა.
არასდროს ვთამაშობ იმისთვის, რომ ნომერ პირველი ვიყო, მხოლოდ იმიტომ ვთამაშობ, რომ ფეხბურთი მიყვარს. მინდა ბრაზილიის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგო, ამის დიდი სურვილი მაქვს“, - თქვა ნეიმარმა.