ფეხბურთი

23:20 | 16.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენმა" ნიჭიერი არგენტინელი ფეხბურთელი დაიმატა

ლევერკუზენის „ბაიერმა“ „რივერ პლეიტის“ ნიჭიერი ნახევარმცველი ეზეკიელ პალასიოსის დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

„ფარმაცევტებმა“ პალასიოსთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმეს და მისი ტრანსფერი 20 მილიონი ევრო დაუჯდათ.

21 წლის პალასიოსი „რივერის“ აკადემიის აღზრდილია და მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.

0.114364