ფეხბურთი

22:02 | 16.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ელ კლასიკო" მარსელოსა და აზარის გარეშე

მადრიდის „რეალი“ „ელ კლასიკოს“ სერიოზული დანაკლისით ხვდება. როგორც „სამეფო კლუბის“ ვებგვერდი იტყობინება, დამდეგ შეხვედრაში ედენ აზარი, მარკო ასენსიო და მარსელო ვერ ითამაშებენ.

გარდა ამისა, საეჭვოა ხამეს როდრიგესისა და ლუკას ვასკესის თამაშიც. კოლუმბიელმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და ბურთთან ერთად მუშაობდა, მაგრამ ბოლომდე მზად არაა, ხოლო ესპანელი ჯერ კიდევ ინდივიდუალურად ემზადება.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „რეალის“ შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართება. ლა ლიგას ამ დროისთვის სწორედ ეს გუნდები ლიდერობენ 35-35 ქულით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117498