ფეხბურთი

19:33 | 16.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დიასამიძე სოლიგარსკის "შახტარში" გადავიდა

თბილისის „საბურთალოს“ ყოფილი ფეხბურთელი გიორგი დიასამიძე კარიერას სოლიგორსკის „შახტარში“ გააგრძელებს. როგორც ბელარუსული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ჩვენებურთან კონტრაქტი 2021 წლის 31 დეკემბრამდე გაფორმდა.

„შახტარი“ ამბიციური გუნდია, კარგი პირობებია სავარჯიშოდ და ყველაფერია იმისთვის, რომ კარგ შედეგებს მიაღწიო. მსურს ჩემი წვლილი შევიტანო და გუნდს დავეხმარო მიზნების მიღწევაში.

შინდაგორიძემ დადებითი რეკომენდაცია გამიწია, მაგრამ ჩემითაც მოვიძიე ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან გუნდის შესახებ. საქართველო - ბელარუსის მატჩი? ვფიქრობ, ყველა ამ თამაშს ელოდება და გამარჯვების იმედი აქვს, მათ შორის თქვენც. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი და მხურვალე გულშემატკივრები გვყავს“, - განაცხადა დიასამიძებ „შახტარის“ ვებგვერდთან საუბრისას.

მოგეხსენებათ, ბელარუსული გუნდის ღირსებას კიდევ ერთი ქართველი ლაშა შინდაგორიძე იცავს. დიასამიძეს კი „საბურთალოში“, „ლოკომოტივში“, „სასკოში“, „დილაში“, „მერანსა“ და დანიურ „ორჰუსში“ უთამაშია.

0.110777