ფეხბურთი

15:20 | 16.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა - 1/8 ფინალური წყვილები ცნობილია

დღეს, უეფას შტაბ-ბინაში, ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და შესაბამისად, უკვე ვიცით როგორ გადანაწილდა 16 გუნდი პლეი-ოფის საწყის სტადიაზე.

1/8 ფინალის წყვილები:

"დორტმუნდი" (გერმანია) - "პარი სენ ჟერმენი" (საფრანგეთი)

"რეალი" (ესპანეთი) - "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი)

"ატალანტა" (იტალია) - "ვალენსია" (ესპანეთი)

"ატლეტიკო" (ესპანეთი) - "ლივერპული" (ინგლისი)

"ჩელსი" (ინგლისი) - "ბაიერნი" (გერმანია)

"ლიონი" (საფრანგეთი) - "იუვენტუსი" (იტალია)

"ტოტენჰემი" (ინგლისი) - "ლაიფციგი" (გერმანია)

"ნაპოლი" (იტალია) - "ბარსელონა" (ესპანეთი)

მერვედფინალის პირველი მატჩები 18, 19, 25, 26 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 10, 11, 17 და 18 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11293