ფეხბურთი

22:47 | 15.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

იუნბერგი ვერ მეთოფეობს

„ტოტენჰემთან“ და „სიტისთან“ გამარჯვებების შემდეგ, „მანჩესტერი“ რეალობაში დაბრუნდა. „ევერტონთან“ შეხვედრამ კიდევ ერთხელ გამოავლინა მანკუნიანელთა შეტევის ხაზის პრობლემა.

მასპიძლებს მთელი შეხვედრის განმავლობაში ეპყრათ ტერიტორიული უპირატესობა, ბევრს უტევდნენ, მაგრამ რეალურად საგოლე მომენტები თითქმის არ შეუქმნიათ. სულშერის შეგირდებმა 24-ჯერ დაარტყეს კარისკენ, მაგრამ სტუმართა მეკარე პიკფორდს მაინცდამანიც ბევრი სამუშაო არ ჰქონია.

მასპინძელთა მდგომარეობა იმით დამძიმდა, რომ ლინდელოფმა საკუთარ კარში გაიტანა. მერე „ევერტონი“ ყრუ დაცვაში ჩაჯდა. მანჩესტერელებს კი გამომგონებლობა არ ჰყოფნიდათ გასათანაბრებლად. ბოლოს „ეშმაკუნები“ მაინც გადაურჩნენ მარცხს - საპასუხო, შეცვლაზე შესულმა გრინვუდმა შეაგდო.

ჟოზე მოურინიუ, „მგლებთან“ გამარჯვების შემდეგ, სიხარულისგან ლამის დასაბმელი გახდა. „ტოტეჰნემმა“ სატურნირო თვალსაზრისით, უმნიშვნელოვნესი მატჩი მოიგო. „დეზებმა“ სწრაფი გოლი გაიტანეს და ამან მათ დიდი სამსახური გაუწია. სხვა მხრივ, ვერ ვიტყვით, რომ აშკარად სჯობდნენ მასპინძლებს.

„ვულვზმა“ 67-ე წუთზე ტრაორეს გოლით გაათანაბრა, მაგრამ ვერტონგენმა მეორე წამატებულ წითზე ისევ დააწინაურა სტუმრები და სეუ ჟოაუს საოცარი აღტკინებაც სწორედ ამან გამოიწვია.

უკვე ცხადია, რომ იუნბერგი „არსენალს“ კრიზისიდან ვერ გამოიყვანს. ეს „მეთოფეთა“ ხელმძღვანელობამაც იცის და აქტიურად ეძებს ემერის შემცვლელს. როგორც უყვართ ხოლმე თქმა: „ქალაქელებმა“ ყველაფერში დაჩაგრეს მასპინძლები. დე ბრუინმა უკვე მე-2 წუთზე გაიტანა და თავიდანვე ნათელი გახდა, რომ „მეთოფეებს“ შანსი აღარ ექნებოდათ.

მე-40 წუთისთვის გვარდიოლას შეგირდები უკვე 3:0 იგებდნენ...

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-17 ტური. 15 დეკემბერი

მანჩესტერი - ევერტონი 1:1

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი.“ 63 328

0:1 ლინდელოფი (36 საკ. კარში), 1:1 გრინვუდი (1:1)

მანჩესტერი: დე ხეა, ლინდელოფი, მაგუაირი, შოუ, ვან-ბისაკა, ლინგარდი (გრინვუდი 65), ფრედი, ჯეიმსი (მატა 86), მაკტომინეი, მარსიალი, რაშფორდი

მწვრთნელი: ულე-გუნარ სულშერი

ევერტონი: პიკფორდი, კინი, დინი (ბეინსი 25), მინა, კოულმენი, ჰოლგეიტი, აივობი, ბერნარდი (კენი 70, ნიასი 89), დევისი, რიშარლისონი, კალვერტ-ლევინი

მწვრთნელი: დანკან ფერგიუსონი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: ლინდელოფი (66); დევისი (5), რიშარლისონი (58)

ვულვზი - ტოტენჰემი 1:2

ვულვერჰემპტონი. „მოლინიუ.“ 31 674

0:1 მოურა (8), 1:1 ტრაორე (67), 1:2 ვერტონგენი (90+1)

ვულვზი: პატრისიუ, კოდი, საისი, დენდონკერი, დოჰერტი, ნევეში, კასტრო, მოუტინიუ, ხიმენესი, ჟოტა, ტრაორე

მწვრთნელი: ნუნუ ეშპირიტუ სანტუ

ტოტენჰემი: გასანიგა, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, სანჩესი, ორიე, დაიერი, სისოკო, ალი (ვინკსი 90+2), მოურა (ერიკსენი 89), სონი (ფოიტი 90+2), კეინი

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ

მსაჯი: სტიუარტ ოტუელი

გაფრთხილება: მოუტინიუ (60), კასტრო (65), საისი (75), დენდონკერი (89); სანჩესი (64), ალდერვეირელდი (69), დაიერი (78), კეინი (83)

არსენალი - სიტი 0:3

ლონდონი. „ემირეითსი.“

0:1 დე ბრუინი (2), 0:2 სტერლინგი (15), 0:3 დე ბრუინი (40)

არსენალი: ლენო, მეიტლენდ-ნაილსი, პაპასტატოპულოსი, ჩემბერსი, კოლაშინაცი (საკა 40), გენდუზი, ტორეირა (უილოკი 81), იოზილი (სმიტ-როუ 59), პეპე, მარტინელი, ობამეიანგი

მწვრთნელი: ფრედრიკ იუნბერგი

სიტი: ედერსონი, უოკერი, ფერნანდინიო, ოტამენდი, მენდი (ზინჩენკო 85), როდრი, გიუნდოგანი (მაჰრეზი 70), ფოდენი (ბერნარდუ სილვა 56), დე ბრუინი, სტერლინგი, ჟეზუსი

მწვთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მსაჯი: პოლ ტირნი

გაფრთხილება: პაპასტატოპულოსი (72); ფერნანდინიო (17), როდრი (35), გიუნდოგანი (61), მენდი (62)

0.12504