ჯანლუიჯი ბუფონმა „იუვენტუსის“ მაისურით სერია A-ში 478-ე თამაში ჩაატარა და ალესანდრო დელ პიეროს გაუთაბრდა. ამაზე მეტჯერ იტალიის ჩემპიონატში „იუვენტუსში“ არავის უთამაშია. ჯიჯიმ აღნიშნულ ნიშნულს დღეს, "უდინეზესთან" (3:1) მოგებულ მატჩში უწია.
საუკეთესო ხუთეული ასეთია:
ალესანდრო დელ პიერო - 478 თამაში
ჯანლუიჯი ბუფონი - 478 თამაში
ჯამპიერო ბონიპერტი - 443 თამაში
გაეტანო შირეა - 377 თამაში
ჯუზეპე ფურინო - 361 თამაში
მთლიანობაში ბუფონს სერია A-ში („პარმაში“ ჩატარებულ მატჩებსაც თუ დავუმატებთ), 646-ჯერ უთამაშია და აბსოლუტურ რეკორდსმენ პაოლო მალდინიმდე ერთადერთი თამაში აშორებს.