ფეხბურთი

18:15 | 15.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

კულიბალიმ ტრავმა მიიღო

სენეგალის ეროვნული ნაკრების და "ნაპოლის" მცველმა კალიდუ კულიბალიმ "პარმასთან" წაგებულ (1:2) იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩში ბარძაყის ტრავმა მიიღო და მოედანი მეხუთე წუთზე დატოვა. ტრავმის შესახებ ინფორმაცია ნეაპოლელებმა დაადასტურეს, თუმცა უცნობია თუ რამდენი ხნით მოუწევს უქმობა აფრიკელს.

მიმდინარე სეზონში კალიდუმ ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა. კულიბალი "ნაპოლის" ძირითადი შემადგენლობის მცველია და იტალიური გუნდის რიგებში 232 მატჩი ჩაუტარებია. სენეგალის ეროვნულ ნაკრებში კულიბალიმ 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

0.117833