„ინდიანა პეისერსმა“ გოგა ბითაძე NBA-ს განვითარების ლიგაში, საკუთარ სატელიტ გუნდ პორტ ვეინში გაანათხოვრა. გუნდის ხელმძღვანელების განცხადებით ეს მხოლოდ 1 მატჩით მოხდა და ინდიანას მორიგ შეხვედრაში ბითაძე ისევ პეისერსის განაცხადში იქნება.
ქართველმა კალათბურთელმა კი პორტ ვეინის მაისურით პირველი მატჩი ითამაშა და გუნდს “ერის” დამარცხებაში დიდად დაეხმარა, რომელიც 113:93 დასრულდა. ქართველი ცენტრი მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო. გოგამ პარკეტზე 36 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 26 ქულა, 14 მოხსნა, 4 პასი, 3 დაფარება და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
როგორც ინდიანელთა ხელმძღვანელობამ განაცხადა, ბითაძეს ბოლო მატჩებში მცირე სათამაშო დრო მიეცა და პრაქტიკის მისაღებად ის პორტ ვეინში გაუშვეს.