ფეხბურთი

3:42 | 15.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაკარიძე გაუვალია: მორიგი მოგერიებული პენალტი და მშრალი მატჩი პორტუგალიაში (+VIDEO)

პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში გიორგი მაკარიძე კვლავინდებურად დამაჯერებლად ირჯება. მე-14 ტურში სეტუბალის „ვიტორიამ“ „ავეშს“ უმასპინძლა და პერეირას კინკილა გოლით 1:0 დაამარცხა.

მაკარიძემ კი გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, რადგან კარი მშრალად შეინახა, 5 სეივი შეასრულა და ერთხელ პენალტიც მოიგერია. ეს 52-ე წუთზე მოხდა, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი.

გიორგიმ მეჰრად მოჰამადის აჯობა და თერთმეტმეტრიანი არ გაატანინა, რითაც თამაშის ჩარხი სრულად შეცვალა.

საერთოდ, მაკარიძე ჩინებულ ფორმაშია და პორტუგალიის ჩემპიონატში უკვე მერვედ შეინახა კარი მშრალად. ჩვენებურის დიდი წვლილია იმაშიც, რომ „სეტუბალი“ 19 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11617