სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

2:29 | 15.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" ჯავრი "ვერდერზე" იყარა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტური ერთობ წარმატებული გამოდგა მიუნხენის „ბაიერნისთვის“, რომელმაც ორმატჩიანი წაგებების სერიაც დაასრულა და სატურნირო ცხრილშიც სამი საფეხურით დაწინაურდა.

ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდის პრობლემა არასტაბილურობაა, თორემ პოტენციალი რომ აქვს, ცხადზე ცხადია. „რეკორდმაისტერმა“ ბოლო ორ ტურში დაგროვილი ჯავრი მთლიანად ბრემენის „ვერდერზე“ იყარა და საკუთარ მოედანზე 6:1 გაანადგურა. ისე, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ „მუსიკოსებმა“ პირველი ტაიმი მედგარი წინააღმდეგობაც გაუწიეს დაგეშილ მეტოქეს, მაგრამ ნაანტრაქტევს „ბაიერნის“ შემჩერებელი არავინ იყო. შედეგად, მიუნხენურმა გიგანტმა 27 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილზე აღზევდა.

ამასობაში, სანამ „გლადბახი“ ითამაშებს, მინიმუმ იქამდე ლიდერი „ლაიფციგი“ იქნება. ჩინებული გუნდი ჰყავს იულიან ნაგელსმანს, რომელიც ქულებს ხომ აგროვებს და ლამაზი ფეხბურთიც მისი სტიქიაა. „რედ ბულელების“ მორიგი ნადავლი „დიუსელდორფი“ გამოდგა - 3:0. „ლაიფციგი“ 33 ქულით ლიდერობს გათამაშებას და ახლა „გლადბახის“ ფეხის დაცდენას თამამად დაელოდება.

„ლევერკუზენმა“ და „ფრაიბურგმა“ წარმატებული სერიის შემეგ პოზიციები დათმეს. „ფრამაცევტები“ „კიონლთან“ ვერას გახდნენ, ხოლო „ფრიაბურგმა“ იურგენ კლინსმანის „ჰერტასთან“ დედაქალაქში წააგო. სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლით მოფერიანებულმა „დორტმუნდმა“ „მაინცთანაც“ გაილაღა და მორიგი სამი ქულა შემატა აქტივს. ლუსიენ ფავრის გუნდს ლიდერის პოზიციასთან დიდი ჩამორჩენა არ აქვს და მომავალში სტაბილურად თუ იბურთავებს, ნამდვილად შეძლებს „ვერცხლის სინისთვის“ გაბრძოლებას.

ტური დღეს ორი მატჩით დასრულდება. „შალკე“ „აინტრახტს“ უმასპინძლებს, ხოლო „გლადბახი“ ერთი დღით დაკარგული ლიდერის პოზიციის დაბრუნებას სტუმრად „ვოლფსბურგთან“ ეცდება.

„კიოლნი“ – „ლევერკუზენი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 კორდობა (73), 2:0 ბორნაუ (84)

„მაინცი“ – „დორტმუნდი“ 0:4 (0:1)

გოლები: 0:1 როისი (32), 0:2 სანჩო (66), 0:3 აზარი (69), 0:4 შულცი (84)

„ბაიერნი“ – „ვერდერი“ 6:1 (2:1)

გოლები: 0:1 რაშიცა (24), 1:1 კოუტინიო (45), 2:1 ლევანდოვსკი (45), 3:1 კოუტინიო (63), 4:1 ლევანდოვსკი (72), 5:1 მიულერი (75), 6:1 კოუტინიო (78)

„ჰერტა“ – „ფრაიბურგი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 დარიდა (53)

„პადერბორნი“ – „უნიონი“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ინგვარტსენი (7), 1:1 პროგერი (33)

„დიუსელდორფი“ – „ლაიფციგი“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 შიკი (2), 0:2 ვერნერი (58, პენ), 0:3 მუკიელე (75)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.135075