ფეხბურთი

23:46 | 14.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

აზარი: „როცა „რეალს“ დავტოვებ, „ჩელსიში“ დავბრუნდები“

მადრიდის „რეალის“ ბელგიელმა ვარსკვლავმა, ედენ აზარმა, ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ სამეფო კლუბიდან წასვლის შემდეგ, ისევ „ჩელსის“ დაუბრუნდება.

„როცა „რეალს“ დავტოვებ, „ჩელსიში“ დავბრუნდები. როცა საშუალება მაქვს, აუცილებლად ვუცქერ მათ მატჩებს. ბევრი საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავთ. აუცილებლად დავბრუნდები ლონდონში“ - ციტირებს აზარის სიტყვებს Mundo Deportivo.

აზარი „რეალში“ გასულ ზაფხულს გადავიდა. ტრავმა მიიღო და სეზონის დასაწყისი გააცდინა. ამჟამად ესპანურ პრიმერაში 8 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116006