ფეხბურთი

21:33 | 14.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" კალეხონს ახალი კონტრაქტი შესთავაზა

ესპანელმა ფეხბურთელმა ხოსე კალეხონმა შესაძლოა "ნაპოლისთან" ახალი ხელშეკრულება გააფორმოს. როგორც Gazzetta dello Sport-ი იუწყება, ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელობამ 32 წლის შემტევს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. ხოსეს კლუბთან ხელშეკრულების ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

ამჟამად მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია კალეხონის ოფიციალური პოზიცია, თუმცა იტალიური გამოცემის ცნობით, ფეხბურთელს გუნდში დარჩენა უნდა. ხოსემ მიმდინარე სეზონში 19 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117916