ჩინური „დალიანის“ ნახევარმცველი იანიკ ფერეირა-კარასკო შესაძლოა ევროპაში დაბრუნდეს. როგორც ესპანური მედია იტყობინება, ბელგიელს სევილიის „ბეტისი“ ეპატიჟება და ტრანსფერის დადასტურება იანვარშია მოსალოდნელი.
კარასკო ჩინეთში ორი წლის წინ გადაბარგდა და 49 მატჩში 22 გოლი გაიტანა. ტრანსფერის ფინანსური დეტალები კი ამ ეტაპზე უცნობია.
აღსანიშნავია, რომ 26 წლის ბელგიელს ესპანეთში თამაშის გამოცდილება აქვს, რადგან 2015-2018 წლებში მადრიდის „ატლეტიკოს“ ღირსებას იცავდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვაა კაია კაი ეს ფეკირი ებბერი ხოაკიანი თავისი მთელი სიკლასნით ლორენ მორონი კანალესი უილიამ კარვალიო სერიოზული კამანდაა რუბიმ თუ გაქაჩა ლიგის ზონაზე გაიწევენ
ესპანეთში დაბრუნება არაა გასაკვირი, მაგრამ იქ წასვლა რა უბედურება იყო ლამის კარიერის სტარტზე რომ მოუნდა ფულის კეთება.