ფეხბურთი

19:13 | 4.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” ინლერით დაინტერესდა

იტალიური “მილანი” შვეიცარიის ეროვნული ნაკრების და “ნაპოლის” ნახევარმცველით გოკჰან ინლერით დაინტერესდა. goal.com-ის ინფორმაციით, თურქული წარმოშობის ფეხბურთელის შეძენა “როსონერთან” ერთად ბერლინის “ჰერტასაც” სურს.

ინლერის შეძენა ფილიპო ინძაგის სურს და შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “მილანმა” 30 წლის ნახევარმცველი გადაიბიროს. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს.

ნახევარმცველი “ნაპოლიში” 2011 წლიდან ასპარეზობს. ნეაპოლური გუნდის მაისურით შვეიცარიელმა დღემდე 138 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 11 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.

0.11215