ფეხბურთი

23:55 | 13.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოლი გოლზე - გიორგი გველესიანი ირანში გუნდის საუკეთესო ბომბარდირია (+VIDEO)

გიორგი გველესიანი ირანის ჩემპიონატში შედეგიან თამაშს აგრძელებს. მე-15 ტურში ჩვენებურის „სეპაჰანმა“ „პაიკანს“ უმასპინძლა და 2:0 აჯობა, ერთი გოლი კი გიორგის ანგარიშზეა.

21-ე წუთზე გველესიანმა ანგარიში პენალტით გახსნა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მცველმა ბოლო ოთხ მატჩში მესამე გოლი გაიტანა, ხოლო მიმდინარე სეზონში უკვე 4 გოლი დაუგროვდა.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ 28 წლის ფეხბურთელი მიუხედავად სათამაშო პოზიციისა, „სეპაჰანის“ საუკეთესო ბომბარდირია, მისი გუნდი კი ირანის ჩემპიონატის ლიდერია 28 ქულით.

0.126605