ფეხბურთი

0:40 | 14.12.2019 | ნანახია 2631 - ჯერ

სტივენ ჯერარდმა "რეინჯერსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ინგლისელმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა "რეინჯერსთან" კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა და გუნდს 2024 წლის ივლისამდე გაწვრთნის. არნიშნული ინფორმაცია გლაზგოური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ჯერარდმა "რეინჯერსი" 2018 წელს ჩაიბარა. გასულ სეზონში ინგლისელის გუნდმა ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგაზე გავიდა. მიმდინარე სეზონში გლაზგოელები ჩემპიონატში მეორე ადგილზე არიან და "სელტიკს" ორი ქულით ჩამორჩებიან, ასევე "რეინჯერსი" ევროპა ლიგის პლეი ოფში გავიდა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:46 | 15.07.2018
ilia_juventus (2091)

აფერუმ !!

12:45 | 15.07.2018
თორღვა პანკელი (1138)

კარგია ბიჭებო!

06:36 | 15.07.2018
ogafa (10211)

ყოჩაღ

0.0638
2631