ევროპა ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა კვირის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო გუნდში ყველაზე მეტი წარმომადგენელი "მანჩესტერ იუნაიტედს" ჰყავს, ინგლისური გუნდიდან ეშლი იანგი, ხუან მატა და მეისონ გრინვუდი გამოარჩიეს.
სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: ვიდ ბელეკი (აპოელი)
მცველები: ეშლი იანგი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ჟორის ნიანონი ("რენი"), გერნოტ ტრაუნერი (ლასკი), გაელ კლიში ("ბაშაკშეჰირი");
ნახევარმცველები: ბუკაიო საკა ("არსენალი"), რომან ბეზუსი ("გენტი"), ხუან მატა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ტაკუმა ასანო ("პარტიზანი");
თავდამსხმელები: დიოგო ჟოტა ("ვულვზი"), მეისონ გრინვუდი ("მანჩესტერ იუნაიტედი");