ფეხბურთი

20:58 | 13.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიო: "მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი არაა"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ განაცხადა, რომ ლიონელ მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი არაა. სამხრეთ ამერიკელის აზრით, სხვა დიდებული მოთამაშეებიც არსებობდნენ.

„ბედნიერი ვარ მესის გამო, რადგან ჩემი მეგობარია, „ბარსელონასთვის“ ნამდვილი ხატი. მე არ მიყვარს შედარებები, რადგან რთულია ისტორიაში საუკეთესოს არჩევა. არსებობენ მარადონა, პელე, რონალდო, არ შემიძლია თქმა, რომ მესი ისტორიაში საუკეთესოა. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ თავის პერიოდში საუკეთესოა“, - თქვა რონალდინიომ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი „ბარსელონაში“ იმ პერიოდში თამაშობდა, როდესაც მესი კარიერაში საწყის ნაბიჯებს დგამდა.

0.115397