„ლივერპულის“ სენეგალელი შემტევი, სადიო მანე, პრემიერლიგის ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელია - გვამცნობს პრემიერლიგის ოფიციალური საიტი.
ნოემბერში მანემ ინგლისის ჩემპიონატის 4 მატჩში 3 ბურთი გაიტანა გა ერთიც საგოლე პასი მიითვალა. „ლივერპული“ კი კვლავაც ერთპიროვნულად ლიდერობს პრემიერლიგას და უშუალო მდევარ „ლესტერს“ 8 ქულით უსწრებს.