ფეხბურთი

15:53 | 13.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჟოტამ ევროპა ლიგაში ყველაზე სწრაფი ჰეთ თრიქი შეასრულა

„ვულვერჰემპტონის“ პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, დიოგო ჟოტამ, „ბეშიქთაშთან“ მატჩში (4:0), ევროპა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთ თრიქი შეასრულა. მან სამი ბურთი 9 წუთსა და 39 წამში გაიტანა.

საინტერესოა, რომ თავად ჟოტა, მინდორზე პირველ გოლამდე სამი წუთით ადრე გამოჩნდა. მის მეორე და მესამე გოლებს შორის კი „მგლებმა“ კიდევ ერთი ბურთი გაიტანეს, თავი ლეანდერ დენდონკერმა გამოიჩინა.

0.066565