ფეხბურთი

12:19 | 13.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

პულიშიჩი ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელია

21 წლის კრისტიან პულიშიჩი ამერიკის შეერთებული შტატების წლის საუკეთსო ფეხბურთელი გახდა. პულიშიჩმა აღნიშნული ტიტული 2017 წელსაც მოიპოვა და ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელიც ამერიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი ორჯერ გახდა.

პულიშიჩი ზაფხულში "დორტმუნდიდან" "ჩელსიში" გადავიდა, სადაც 20 შეხვედრა ჩაატარა 6 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

პულიშიჩს აშშ-ს ნაკრებში 34 შეხვედრა აქვს ჩატარებლი, სადაც 14 გოლი გაიტანა.

0.136819