რუსულ ფეხბურთში თავით უნდა იყოს კაცი გადაშვებული, ნახევარმცველ ოლეგ ივანოვის სახელი რომ გაეგოს. გაიგებს და რა ხეირი? უცებ მისი საოცარი სოლო-გარღვევები და დიდებული პასები არ ნახოს... თუმცა, ამ ბედოვლათი კაცის ცხოვრების გარშემო რუსული მედია მაინც გამუდმებულად წერს.
ოლეგ ივანოვის პოპულარობის არსი და გასაღები მის მოდელ ცოლში კრისტინა ივანოვაშია, რომელიც სოციალური ქსელების ნამდვილი კაშკაშა ვარსკვლავია და იმდენი მომწონებელ-გამზიარებელი ყავს, რომ ქმარი სულაც ეჭვიანობასთან შორსმყოფი რომ ყავდეს, მასზე ბოლოს მაინც იეჭვიანებს.
აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ მშვენიერი კრისტინა ივანოვა (რომლის განცხადებითაც, საცურაო კოსტუმებში თამამი ფოტოების გადაღება და “ინსტაგრამზე“ დადება დიდ სიამეს ანიჭებს) ორი შვილის დედაა და ასეთ მშვენიერ ფორმაში ყოფნას ეს ქალი გამუდმებულ ვარჯიშებს და მწყაზარ დიეტებს უმადლის.