ფეხბურთი

2:30 | 13.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: 1/16 ფინალისტები ცნობილია

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და შედეგად 1/16 ფინალში გასული ყველა გუნდის ვინაობა გაირკვა. ჯგუფებიდან ჯამში 24 გუნდი გავიდა, რომელთაც ჩემპიონთა ლიგიდან 8 გუნდი დაემატა და ტიტულისთვის ბრძოლას 32 კლუბი გააგრძელებს.

ჯგუფებში პირველადგილოსნები განთესილები არიან, ხოლო მეორეადგილოსნები განუთესავები. ამასთან, ჩემპიონთა ლიგიდან გადმორთული 4 გუნდი (შედეგის მიხედვით საუკეთესო ოთხეული) განთესილებშია, ხოლო დანარჩენი ოთხიდ განუთესავთა შორისაა.

წილისყრისას რამდენიმე შეზღუდვა იქნება: ერთი ქვეყნის წარმომადგენლები და ერთ ჯგუფში ნამყოფი გუნდები 1/16 ფინალში ერთმანეთს ვერ შეხვდებიან.

განთესილი გუნდები

„აიაქსი“ (ჰოლანდია), „არსენალი“ (ინგლისი), „ბრაგა“ (პორტუგალია), „ბაზელი“ (შვეიცარია), „ბენფიკა“ (პორტუგალია), „სელტიკი“ (შოტლანდია), „ესპანიოლი“ (ესპანეთი), „გენტი“ (ბელგია), „ინტერი“ (იტალია), „ბაშაკშეჰირი“ (თურქეთი), „ლასკი“ (ავსტრია), „მალმე“ (შვედეთი), „მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი), „პორტუ“ (პორტუგალია), „ზალცბურგი“ (ავსტრია), „სევილია“ (ესპანეთი)

განუთესავი გუნდები

„აპოელი“ (კვიპროსი), „ალკმაარი“ (ჰოლანდია), „ლევერკუზენი“ (გერმანია), „კლუჟი“ (რუმინეთი), „ბრიუგე“ (ბელგია), „კოპენჰაგენი“ (დანია), „აინტრახტი“ (გერმანია), „ხეტაფე“ (ესპანეთი), „ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი), „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი), „რეინჯერსი“ (შოტლანდია), „რომა“ (იტალია), „შახტარი“ (უკრაინა), „სპორტინგი“ (პორტუგალია), „ვოლფსბურგი“ (გერმანია), „ვულვზი“ (ინგლისი)

აქვე გეტყვით, რომ ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის წილისყრა ორშაბათს, 16 დეკემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126562