ფეხბურთი

22:14 | 12.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ კვირკველიას 100 მატჩი "ლოკომოტივში"

საქართველოს ნაკრების მცველმა სოლომონ კვირკველიამ მოსკოვის „ლოკომოტივის“ რიგებში საიუბილეო, მეასე მატჩი ჩაატარა.

აღნიშნულ ნიშნულს კვირკველიამ გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩში მიაღწია, რომელშიც მოედანზე 90 წუთი გაატარა. ქართველი 100 თამაშიან ზღვარს დიდი ხნის წინაც მიაღწევდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ეს მისთვის მხოლოდ მესამე შეხვედრა იყო.

27 წლის კვირკველია „ლოკომოტივში“ 2017 წლის ზამთარში გადავიდა. მას შემდეგ „რკინიგზელთა“ რიგებში ერთხელ რუსეთის ჩემპიონი გახდა, ერთხელ რუსეთის სუპერთასი მოიგო, ხოლო ორჯერ რუსეთის თასი.

100 მატჩს რაც შეეხება, 72-ჯერ რუსეთის პრემიერლიგაში ითამაშა, 12-ჯერ რუსეთის თასზე (შედის სუპერთასის მატჩებიც), ხოლო 16-ჯერ ევროტურნირებზე (ჩემპიონთა ლიგაზე 6 თამაში და ევროპა ლიგაზე 10 თამაში). ხსენებულ შეხვედრებში კვირკველიამ 4 გოლის გატანა შეძლო (სამი პრემიერლიგაში, ერთი თასზე).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064543