სეტუბალის „ვიტორიას“ ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა. ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული მატჩების მიხედვით გამოკითხვა ჩატარდა ვინ იყო პრემიერა ლიგაში საუკეთესო მეკარე.
პორტუგალიის ჩემპიონატის მწვრთნელების გამოკითხვით მაკარიძემ ხმების 11.11% მიიღო და მესამე ადგილზე გავიდა.
გიორგი მხოლოდ პორტუგალიური გრანდების, „პორტუსა“ და „ბენფიკას“ კარის დარაჯებს ჩამორჩა. ლიდერი „დრაკონების“ კიპერი აგუსტინ მარკესინი გახდა, რომელმაც 37.61% მიიღო, ხოლო „არწივების“ მეკარემ, ოდისეას ვლაჩოდიმოსმა ხმების 26.50% დააგროვა.
მაკარიძეს პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 13 მატჩი აქვს ჩატარებული და 10 გოლი გაუშვა, შვიდჯერ კი საკუთარი კარი მშრალად შეინახა.