ყაზანის „რუბინის“ ქართველი ლეგიონერი ზურიკო დავითაშვილი რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში დრიბლინგებში ერთ-ერთი საუკეთესოა.
როგორც ლიგის ვებგვერდი იტყობინება, 19 ტურის შემდეგ დავითაშვილმა 85 მცდელობიდან 53 დრიბლინგი წარმატებით განახორციელა, რაც ჩემპიონატში მეორე მაჩვენებელია. ჩვენებური მხოლოდ თანაგუნდელ ოლეგ დანჩენკოს ჩამორჩება.
რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ხუთი დრიბლიორი:
1. ოლეგ დანჩენკო („რუბინი“) – 46/73 (63%)
2. ზურიკო დავითაშვილი („რუბინი“) – 53/85 (62%)
3. ნიკოლა ვლაშიჩი (ცსკა) – 64/106 (60%)
4. აირტონი („სპარტაკი“) – 70/118 (59%)
5. დანილ ლესოვოი („არსენალი“) – 76/130 (58%)
შეგახსენებთ, რომ დავითაშვილმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 15 თამაში ჩაატარა და ერთი გოლის გატანა მოახერხა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამანაც თუ არ გაამართლა და მაშინ ფეხბურთის ......
გაამართლა რა არიოლი-რეშკა ხო არაა ამხელა პრეზიდენტი კაცი
კაი ახლა, ინფანტინო შვეიცარელია და გლახას რავა იკადრებს...

ა, მეიცა, ბლატერი სადაური იყო?
პრინცების და შეიხების მართვას ისევ ჯობს შეჩვეული ჭირი..
"მცხოვანი ბიზნესმენის განცხადებით, მისმა თანამემამულემ არჩევნები ბინძური გზებით მოიგო და თავისი წინამორბედის გზის გამგრძელებელია."
---------------
კიმარა ინფანტინო შვეიცარელი არაა?
თუ შვეიცარიაში დაბადებული იტალიელია?
ჯანი ინფანტინო არის იტალიური ფესვების (წარმოშობის) მქონე შვეიცარიის მოქალაქე
ხო მეც მასე ვიცი ანუ შვეიცარელია რა.... ზოგადად შვეიცარიის ერთი მეოთხედი თუ მესამედი იტალიური ფესვებითაა და ენაც იტალიური აქვთ (ყოველ შემთხვევაში იტალიური შვეიცარიაში 4 ოფიციალური ენიდან ერთერთია)