ნორვეგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი და მისი აგენტი მინო რაიოლა დორტმუნდში "ბორუსიას" ხელმძღვანელობასთან მოსალაპარაკებლად ჩაფრინდნენ. აღნიშნული ინფორმაცია Ruhr Nachrichten-მა გაავრცელა.
"ლივერპულთან" მატჩის შემდეგ ჰოლანდის მამა სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მისი შვილისთვის მთავარი არა გრანდში გადასვლა, არამედ სათამაშო პრაქტიკაა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია დორტმუნდულმა გამოცემამ.
ჰოლანდმა მიმდინარე სეზონში ბევრი გრანდის ინტერესის სფეროში მოექცა. ნორვეგიელი "ზალცბურგში" 2019 წელს გადავიდა და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 22 მატჩში 28 გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა. 19 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ექვსიდან ხუთ შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა და ჯამში რვა გოლი გაიტანა. ერლინგის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევროა.