თურქეთის ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ჰაქან ჩალჰანოღლუმ "მილანის" ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია Calciomercato-ს ფეხბურთელის აგენტმა ბექთაშ დემირტაშმა დაუდასტურა.
მხარეები მოლაპარაკებას უკვე ხუთი დღეა აწარმოებენ. ფეხბურთელს "როსონერისთან" ხელშეკრულება 2021 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული. თავად ჰაქანს კლუბში დარჩენა სურს.
ჩალჰანოღლუ "მილანში" "ლევერკუზენიდან" 2017 წელს გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 105 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჰაქანის სატრანსფერო ღირებულება 18 მილიონი ევროა.