ფეხბურთი

19:48 | 12.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" და "ატალანტა" კულუსევსკის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

მილანის "ინტერი" და ბერგამოს "ატალანტა" დეიან კულუსევსკის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. როგორც Corriere della Sera იუწყება, "ნერაძური" მზადაა შვედეთის ეროვნული ნაკრების 19 წლის შემტევის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ჩრდილოეთ მაკედონიის ფესვების მქონე შვედი ფეხბურთელი "ბრომადან" "ატალანტას" 2016 წელს შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა შემტევი "პარმაში" ერთი წლით გაანათხოვრეს, თუმცა იჯარა ნახევარი სეზონის შემდეგ დასრულდება.

მიმდინარე სათამაშო წელს დეიანმა იტალიის ჩემპიონატში 15 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. შვედეთის ეროვნულ ნაკრებში კულუსევსკის დებიუტი 2019 წლის 18 ნოემბერს ჰქონდა.

0.161084