ფეხბურთი

19:22 | 12.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ვალიადოლიდმა" ალკარასს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

28 წლის რუბენ ალკარასმა "ვალიადოლიდთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და გუნდს 2023 წლის ივლისამდე დაეხმარება. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ალკარასი "ვალიადოლიდმა" 2018 წელს "ჟირონადან" ერთ მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა და გასულ სეზონში რუბენმა 35 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა, მიმდინარე სათამაშო წელს კი ტრავმამ შეაწუხა და შვიდ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. "ვალიადოლიდის" საკონტროლო პაკეტის მფლობელი ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდოა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100062