ფეხბურთი

16:46 | 12.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ მინამინოსთან ტრანსფერი შეათანხმა

„ლივერპულმა“ „ლაიპციგისა“ და იაპონიის ნაკრების თავდამსხმელთან, ტაკუმი მინამინოსთან ტრანსფერი შეათანხმა - წერს The Independent.

გამოცემის ინფორმაციით, მერსისაიდელებმა იაპონელი, შეიძლება უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გადაიბირონ. ტრანსფერის თანხა დაახლოებით 8 მილიონი ევროა. „ლივერპულის“ ხელმძღვანელობა ერთობ კმაყოფილი დარჩენილა 10 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში „წითლების“ წინააღმდეგ მინამინოს გარჯით.

მოგეხსენებათ, მანამდე, სადიო მანე და ნაბი კეიტაც ინგლისელებმა „ზალცბურგიდან“ გადაიბირეს.

მინამინომ ავსტრიის მიმდინარე ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა, 5 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129937