რაგბი

14:46 | 12.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

18წ | 11-დღიანი შეკრება „შევარდენზე“

უმცროსი ბორჯღალოსნების (18 წლამდე) გაფართოებული შემადგენლობა 10 დეკემბერს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე 11-დღიან შეკრებაზე შევიდა.

სასელექციო შეკრებებისა და თამაშების შემდეგ, 18-წლამდელთა სამწვრთნელო შტაბმა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს კლუბებიდან 44 მორაგბე შეარჩია, ერთი კი ლეგიონერია და ამერიკის შეერთებულ შტატებში, „გრინვიჩის სკოლაში“ თამაშობს. ეს 45 მორაგბე შეკრებაზე 21 დეკემბრამდე დარჩება, 20-ში კი ორმხრივი თამაში შედგება.

დავით ჩავლეიშვილის გუნდი 2020 წლის მარტის ბოლოს სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო შერეულ (სანაკრებო/საკლუბო) ტურნირში მიიღებს მონაწილეობას და ადგილობრივ გუნდებთან ორ თამაშს გამართავს. ვინ იქნებიან უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქეები მოგვიანებით გაირკვევა.

ჩვენი 18-წლამდელები ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც 2020 წლის აპრილში კალინინგრადი უმასპინძლებს. შეგახსენებთ, საქართველო ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებულია - 2018 წლის ფინალურ შეხვედრაში საფრანგეთი პოზნანში (პოლონეთი) 8:3, ხოლო 2019 წლის ფინალში კალინინგრადში (რუსეთი) ესპანეთი 20:10 დაამარცხა.

შეკრებაზე არიან:

დათო გველესიანი (ლელო-სარასენსი), შალვა ჭინჭარაული (არმაზი), ირაკლი აფციაური (ლელო-სარასენსი), გიორგი მაისურაძე (ლელო-სარასენსი), შალვა გოგუაძე (ხარები), ალექსანდრე ქუნთელია (ლელო-სარასენსი), თამაზ კევლიშვილი (არმაზი), ირაკლი სულეიმანაშვილი (ხვამლი), გიგი ქურხული (ვეფხვები), დათო არველაძე (ხვამლი), ალექსანდრე ბურდული (ლელო-სარასენსი), რატი ზაზაძე (არმაზი), გიორგი ტორონჯაძე (ხვამლი), გიორგი ტერენტიევი (ლელო-სარასენსი), ნიკა გოგლიძე (აკადემია), გიორგი ქობალია (ლელო-სარასენსი), კოტე იაშვილი (აკადემია), გიორგი კურტანიძე (ლელო-სარასენსი), ლუკა არჩვაძე (ლელო-სარასენსი), გოგიტა რიკაძე (ლელო-სარასენსი), ნიკა ჭიკაიძე (არმაზი), პეტრე ხუციშვილი (ლელო-სარასენსი), ბუკა კვარაცხელია (გრინვიჩის სკოლა, აშშ), თორნიკე კოხოიძე (ლელო-სარასენსი), იოანე მეტრეველი (ლელო-სარასენსი), საბა ლიპარტელიანი (ლელო-სარასენსი), ზუკა ონიანი (არმაზი), დათო ქავთარაძე (ლოკომოტივი), გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი), ლუკა კვენეტაძე (ლელო-სარასენსი), არჩილ იაშაღაშვილი (ლელო-სარასენსი), გუგა ზაიცევი (ყოჩები), ნოდარ შენგელია (აია), ირაკლი ბლაგიძე (აია), გოჩა დიასამიძე (ბათუმი), ოთარ ჯალაღონია (აია), პაატა გალდავა (აია), ბექა შვანგირაძე (აია), უჩა შარვაშიძე (აია), გიორგი ლეჟავა (აია), დიტო ბერაია (კოლხი-რაინდები), გაგა ქევხიშვილი (ლელო-სარასენსი), დათო ხუროშვილი (ლელო-სარასენსი), გუგა ღანიაშვილი (ლელო-სარასენსი), საბა არჩვაძე (ლელო-სარასენსი).

site.rugby.ge

0.10563