თამაშგარე

11:47 | 12.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელი ქალი ფეხბურთელი წლის პერსონა გახდა

ამერიკულ ქალთა ფეხბურთს წელს მართლაც გამორჩეული წარმატება ხვდა წილად და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც ოკენისგაღმელმა გოგონებმა სრულიად დამსახურებულად მოიპოვეს. ეს წარმატება რამდენიმე დღის წინ პერსონიზებული კუთხითაც დაფასდა და ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ Sports Illustrated-მა აშშ-ს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანი მეგან რაპირო წლის პერსონად დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ მოუხედავად შეერთებულ შტატებში ქალთა როლის წინ წამოწევის ბოლოდროინდელი ტენდენციებისა, მსგავსი წარმატებისთვის აქამდე მხოლოდ სამ ქალ სპორტსმენს მიუღწევია და აღნიშნულმა ჟურნალმა ეს გადაწყვეტილება ამჯერად სრულ ჰარმონიაში მიიღო.

მეგან რაპირო უბრალო ვინმე ნამდვილად არაა. ეს ქალი უკვე 34 წლისა მოიყარა და მისი წარმატებული სპორტული კარიერა წლის პერსონად აღიარებით სამართლიანად დაგვირგვინდა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ ქალბატონს კომპლექსები არასოდეს აწუხებდა და თამამ ფოტოსესიებზეც არასოდეს ამბობდა უარს. მთავარია სურვილი და სითამამე იყოს, თორემ ჩვენც ვიცით, რომ ყველა ადრიანა ლიმა ვერ იქნება...

0.38905