კარლო ანჩელოტი იტალიური „ნაპოლიდან“ დაითხოვეს, თუმცა ამას ფეხბურთელების შვება არ მოუტანია. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, „გენკთან“ თამაშის შემდეგ გასახდელში ფეხბურთელებმა იტირეს.
მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლი“ უკანასკნელ ხანს წარუმატებლად თამაშობდა, გუნდში განხეთქილება არ ყოფილა და მწვრთნე-მოთამაშეებს შორის ჰარმონია სუფევდა.
სწორედ ამიტომ, ფეხბურთელებმა გამოცდილი სპეციალისტის გაშვება განიცადეს. აქვე გეტყვით, რომ ანჩელოტის ინგლისის პრემიერლიგას უკავშირებენ, ლონდონის „არსენალსა“ და ლივერპულის „ევერტონს“.
რაც შეეხება „ნაპოლის“, ჯენარო გატუზო გაწვრთნის. ახალგაზრდა სპეციალისტი უკვე ნეაპოლში იმყოფება.