ფეხბურთი

19:50 | 11.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტეო ერნანდესმა "მილანში" კახა კალაძის მიღწევა 17 წლის შემდეგ გაიმეორა (+VIDEO)

იტალიური „მილანის“ ფეხბურთელმა ტეო ერნანდესმა კახა კალაძის მიღწევა გაიმეორა. ფრანგმა მცველმა მიმდინარე სეზონში უკვე ოთხჯერ შეძლო გოლის გატანა და „როსონერიში“ მისი პოზიციის ფეხბურთელს მსგავსი შედეგიანობით 17 წელია არ უთამაშია.

ერნანდესამდე „მილანის“ ბოლო მცველი, რომელმაც ერთ სეზონში სერია A-ში 4 გოლი გაიტანა კახა კალაძე იყო. ქართველ ფეხბურთელს 2001-2002 წლების სეზონში მეტოქეთა კარის ოთხჯერ დასალაშქრად 30 თამაში დასჭირდა. ტეომ კი ამ შედეგს სულ რაღაც 12 მატჩში მიაღწია. ქართველმა მაშინ "პერუჯას", "ვენეციას", "ტორინოსა" და "ლეჩეს" გაუტანა, ხოლო ერნანდესმა მიმდინარე სეზონში "ჯენოა", "რომა", "პარმა" და "ბოლონია" დაამწუხრა.

აღსანიშნავია, რომ ერნანდესი „მილანის“ ისტორიაში პირველი მცველი გახდა, რომელმაც სადებიუტო სეზონში 4 გოლი მიითვალა. შედარებისთვის, კალაძემ „როსონერიში“ ჩატარებულ პირველ სეზონში (არასრულ სეზონში, რადგან გუნდს იანვარში შეუერთდა) 3 გოლი გაიტანა. ეს 2000-2001 წლების სეზონში მოხდა, როდესაც მოედანზე 17-ჯერ გავიდა.

შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ ტეო ერნანდესი ზაფხულში მადრიდის „რეალიდან“ შეიძინა და ფრანგმა იტალიაში შესანიშნავად ათამაშება მოახერხა.

0.117669